Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობილ ჟურნალისტს აზერბაიჯანში ექვსწლიანი პატიმრობა შეეფარდა


აზერბაიჯანში ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯეს ცნობილ ჟურნალისტს, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ სცნო სომხეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში. მსჯავრდებულის ადვოკატის ცნობით, რაუფ მირკადიროვი „უარყოფს ბრალდებას და მას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს“. სასამართლოს გადაწყვეტილება დაგმეს უფლებათადამცველმა ორგანიზაციებმა, მათ შორის „ჰიუმან რაითს უოჩმა“,რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტი „ხელისუფლების კრიტიკის გამო იდევნება“. პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მირკადიროვი გადაიბირეს სომხეთის საიდუმლო სამსახურებმა, რომლებსაც ჟურნალისტი აზერბაიჯანის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციებს აწვდიდა.“ 54 წლის მირკადიროვი რუსულენოვან გაზეთ „ზერკალოსათვის“ მუშაობდა. იგი პოლიციამ გასულ წელს ბაქოში, თურქეთიდან მისი დეპორტაციის შემდეგ დააპატიმრა.

XS
SM
MD
LG