Accessibility links

logo-print

ლეონიდ თიბილოვის ინიციატივით დაიწყება სამხრეთ ოსეთის ალანიად წოდების პროცესი


ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერის ლეონიდ თიბილოვის განკარგულებით, დაიწყება საკითხის განხილვა, რომ, ჩრდილოეთ ოსეთის მსგავსად, ე. წ. სამხრეთ ოსეთსაც ალანია ეწოდოს. ამის შესახებ "ინტერფაქსი" იუწყება. "მე დავავალებ შესაბამის სამსახურებს და შევთავაზებ პარლამენტარებს, ამ საკითხის განხილვა დაიწყონ. არსებობს ჩრდილოეთ ოსეთი - ალანია და გთავაზობთ ჩვენს რესპუბლიკასაც ეწოდოს სამხრეთ ოსეთი - ალანია. მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ არსებობს დაყოფილი ხალხის პრობლემა", -განაცხადა თიბილოვმა. მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ მომავალში ორივე ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანდება.

XS
SM
MD
LG