Accessibility links

ოპონენტები იუსტიციის საბჭოს დაშლას მოითხოვენ


არასაპარლამენტო ოპოზიცია და ადვოკატთა ასოციაცია, ორდღიანი კონსულტაციების შემდეგ მივიდა დასკვნამდე, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი შემადგენლობა უნდა დაიშალოს და ხოლო მისი ფორმირების წესის შეიცვალოს. აღნიშნულ მოთხოვნას შეიცავს განცხადება, რომელიც დღეს გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. საქართველოში საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საბჭოს მდივან ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევას. 14 წევრიდან მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 10-მა. ოპონენტების თქმით, სანდრო გირგვლიანის, სულხან მოლაშვილის და სხვა საქმეებზე თავის დროზე გამოტანილი უკანონო გადაწყვეტილებების გამო ლევან მურუსიძეს მოსამართლეობის უფლება არ აქვს.

XS
SM
MD
LG