Accessibility links

logo-print

2015 წელს 67 ჟურნალისტი დაიღუპა


პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს მსოფლიოში 2015 წელს სულ მცირე 67 ჟურნალისტი დაიღუპა,- ნათქვამია პარიზში არსებული ორგანიზაციის „რეპორტიორები უსაზღვროდ“ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ კვლევაში. ორგანიზაციის ანგარიშში მითითებულია, რომ უმრავლეს შემთხვევაში ჟურნალისტები განზრახ დახოცეს, მათ შორის საერთო შეფასებით მშვიდობიან ქვეყნებში. ნიუ-იორკში მოქმედმა „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა“ კი მიმდინარე წელს 69 ჟურნალისტის მკვლელობის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოიპოვა. ორგანიზაციის ანგარიშით 29 ჟურნალისტი „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებმა დახოცეს. ანგარიშის თანახმად, სირია და ერაყი ჟურნალისტების სიცოცხლისათვის ყველაზე უფრო საშიშ ქვეყნებად დასახელდნენ. მესამე ადგილზეა საფრანგეთი, სადაც იანვრის დასაწყისში სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოს“ რედაქციაზე თავდასხმის დროს ისლამისტმა ექსტრემისტებმა 8 ჟურნალისტი დახოცეს.

XS
SM
MD
LG