Accessibility links

logo-print

ნატოში გაწევრიანების გამო ჩერნოგორიაში მთავრობის ნდობის საკითხი დადგება


ჩერნოგორიის პრემიერ-მინისტრმა მილო ჯუკანოვიჩმა 28 დეკემბერს მთავრობისადმი ნდობის საკითხის კენჭისყრაზე დაყენება მოითხოვა იმ მრავალკვირიანი საპროტესტო გამოსვლების გამო, რაც ნატოში ჩერნოგორიის მიწვევას მოჰყვა. „დაისვა შეკითხვები, აქვს თუ არა მთავრობას პარლამენტის ნდობა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ჯუკანოვიჩმა, რომელიც მიიჩნევს, რომ დასავლეთის სამხედრო ალიანსი ყველაზე უკეთ გამოხატავს ქვეყნის ინტერსებს. ბოლო თვეებში ოპოზიციური პარტიები მოითხოვდნენ ჯუკანოვიჩის გადადგომას, ხოლო პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმს დედაქალაქ პოდგორიცაში შეტაკება მოუხდა ათასობით დემონსტრანტთან, რომლებიც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვდნენ. თუ ჩერნოგორიის პრემიერ-მინისტრი და მთავრობა ვერ მოიპოვებენ ნდობას კენჭისყრაზე, რომელიც 2016 წლის დასაწყისში დაინიშნა, მაშინ ჩერნოგორიაში დაინიშნება ვადამდელი არჩევნები. ჩერნოგორიამ 2 დეკემბერს მიიღო მიწვევა ნატოში, მას შემდეგ, რაც წარმატებით დაასრულა გაწევრიანების სამოქმედო პროგრამით ნაკისრი საშინაო დავალება.

XS
SM
MD
LG