Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნემცოვის საქმეში ეჭვმიტანილებს საბოლოო ბრალდება წაუყენეს


რუს პოლიტიკოს ბორის ნემცოვის მკვლელობაში მონაწილეობისათვის ეჭვმიტანილებს საბოლოო ბრალდება წაუყენეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ უვადო პატიმრობა ემუქრებათ. ამის თაობაზე რუსულ სააგენტო „რია ნოვოსტის“ დანაშაულის სავარაუდო ჩამდენის ზაურ დადაევის ადვოკატმა შამსუდინ ცაკაევმა უთხრა. ბრალდების საბოლოო რედაქციაში ნათქვამია, რომ განსასჯელებმა მკვლელობა შეკვეთით შეასრულეს. ამასთან ადვოკატის თქმით საბრალდებო დასკვნაში არაფერია ნათქვამი სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოში“ გამოქვეყნებული კარიკატურების გამო შურისძიების ვერსიაზე. უფრო ადრე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ ბორის ნემცოვის მკვლელობის შემკვეთი და ორგანიზატორი იყო რუსლან მუხუტდინოვი, რომლის საქმეც ცალკე წარმოებაში გამოიყო. მუხუტდინოვს დაუსწრებლად მიუსაჯეს პატიმრობა, იგი ძებნაში იმყოფება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი 27 თებერვალს საღამოს მოსკოვის ცენტრში მოკლეს. საქმის გამოძიების ფარგლებში დაპატიმრებულია ჩეჩნეთის ხუთი წარმომადგენელი: ზაურ დადაევი, ანზორ გუბაშევი, ზამზატ ბახაევი, შადიდ გუბაშევი და ტემირლან ესკერხანოვი.

XS
SM
MD
LG