Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა მთავრობის განახლებულ შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას


საქართველოს პარლამენტში გაიმართა რიგგარეშე სხდომა, რომლის დღის წესრიგში იყო ერთადერთი საკითხი, მთავრობის შემადგენლობის და მისი პროგრამის განხილვა და მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადება. გვიან საღამოს გაიმართა კენჭისყრა. 86 დეპუტატი მიემხრო შემადგენლობას და პროგრამას, 26 - წინააღმდეგი იყო. სამთავრობო პროგრამა, "ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის" დეპუტატებს წარუდგინა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ერთადერთი ახალი კანდიდატი მიხეილ ჯანელიძეა, რომელიც დაიკავებს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას. პარლამენტისგან ნდობის მისაღებად საქართველოს მთავრობას სჭირდებოდა მინიმუმ 76 დეპუტატის ხმა. საქართველოს პარლამენტისგან ნდობის ხელახლა მიღება მთავრობას მას შემდეგ დასჭირდა, რაც 23 დეკემბერს ირაკლი ღარიბაშვილმა დატოვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.

XS
SM
MD
LG