Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონმა „ისლამური სახელმწიფოს“ ქმედებებს გენოციდი უწოდა


აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ რადიკალი დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ძალადობა იეზიდთა და სხვა რელიგიურ უმცირესობათა წინააღმდეგ არის გენოციდი. „ჩვენ გვაქვს საკმარისი მტკიცებულებები, რომ რაც ხდება იმას ვუწოდოთ გენოციდი, განზრახ განადგურება ქრისტიანების და სხვა რელიგიური უმცირესობებისა“, - განაცხადა ჰილარი კლინტონმა. რადიკალური დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ არაერთხელ დაესხა თავს და და ამოხოცა იეზიდები ქრისტიანები და სხვა რელიგიური უმცირესობები, იმ რეგიონებში, რომელსაც აკონტროლებენ ერაყსა და სირიაში. ობამას ადმინისტრაციას რადიკალ „ისლამური სახელმწიფოს“ მკვლელობები გენოციდად არასოდეს უღიარებია.

XS
SM
MD
LG