Accessibility links

უკრაინის, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები გამართავენ სატელეფონო კონსულტაციას


უკრაინის, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებს შორის, 30 დეკემბერს გაიმართება სატელეფონო საუბარი, რომელიც შეეხება უკრაინასა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისთვის ძალისხმევას. 29 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ისაუბრეს ტელეფონით, რათა „პოზიციები შეეთანხმებინათ“ 30 დეკემბრის სატელეფონო კონფერენციამდე. პოროშენკოს ოფისის თანახმად, პრორუსული სეპარატისტები არღვევენ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, დონბასის კონფლიქტურ რეგიონში, რაც საფრთხეს უქმნის მშვიდობიან მოსახლეობას. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ორივე მხარეს მოუწოდა, შობისა და ახალი წლის პერიოდში პატივის ეცათ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანმხებისთვის.

XS
SM
MD
LG