Accessibility links

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით ე.წ. საზღვარი ჩაიკეტება


ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რეჟიმის გადაწყვეტილებით, 31 დეკემბერს და 1-ელ იანვარს ე. წ. საზღვარი ჩაიკეტება. როგორც ადგილობრივი სააგენტო "სპუტნიკ-ოსეტია" იტყობინება, ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილე ედუარდ ჯაბიევმა დე-ფაქტო პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვთან გამართულ თათბირზე განაცხადა. "გეგმის თანახმად, 31 დეკემბრიდან 1-ელ იანვრამდე, 09:00-დან 21:00-მდე, საზღვრის დროებითი გადაკვეთის ადგილებში მოქალაქეების გატარება არ განხორციელდება", - თქვა ჯაბიევმა. თავის მხრივ, ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, რომ აღნიშნული ზომა დღესასწაულების პერიოდში აუცილებელია და გადაწყვეტილება "საქართველოს ტერიტორიაზე რადიკალი „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა ყოფნის შესახებ" ინფორმაციას უკავშირდება“.

XS
SM
MD
LG