Accessibility links

logo-print

აშშ ავღანელ ბიზნესმენს ამერიკელი სამხედროებისთვის ქრთამის მიცემაში ადანაშაულებს


აშშ ადანაშაულებს ავღანელ ბიზნესმენს აშშ-ის სამხედროთათვის ქრთამის მიცემაში მომარაგების სფეროში უკეთესი კონტრაქტების მიღებისათვის, რათა მილიონობით დოლარი მიესაკუთრებინა. ეს ავღანეთის ომის პერიოდის ერთ-ერთი მსხვილი კორუფციული საქმეა, რომელსაც ამერიკის სასამართლო განიხილავს. საქმეს განიხილავს ჩრდილოეთ კეროლაინის ფედერალური სასამართლო, რომელიც ბრალად სდებს სატრანსპორტო კომპანიის მფლობელს, ჰიქმათულა შედმენს საიდუმლო გარიგებებს და ქრთამის მიცემას ორი ამერიკელი სამხედროსთვის 2009 წელს. საქმის თანახმად, 77 მილიონ დოლარზე მეტი იქნა ყალბი გზით მიღებული ფირმის მიერ მთავრობისგან საკონტრაქტო თანხების ხელოვნურად გაზრდის საშუალებით.

XS
SM
MD
LG