Accessibility links

logo-print

ჟერარ დეპარდიე იოსებ სტალინის როლს ითამაშებს


ფრანგი მსახიობი, ჟერარ დეპარდიე აპირებს იოსებ სტალინის როლი ითამაშოს ფრანგი მსახიობის და რეჟისორის, ფანი არდანის ახალ მხატვრულ ფილმში. როგორც გამოცემა "ჰოლივუდ რიპორტერი" იტყობინება, ფრანგი მსახიობი, რომელსაც რუსეთის მოქალაქეობაც აქვს, საბჭოთა დიქტატორის როლს ითამაშებს ფილმში, რომელსაც ჟან-დანიელ ბალტასატას რომანის მიხედვით გადაიღებენ. დეპარდიეს, რომელიც 2013 წელს გახდა რუსეთის მოქალაქე რათა თავი აერიდებინა სამშობლოში მაღალი გადასახადებისთვის, ასევე გეგმავს შექმნას ისტორიული ფილმი პირველ მსოფლიო ომში ფრანგი მფრინავების, „რომანდია-ნემანის“ ესკადრონის საბჭოთა კავშირის მხარეს ბრძოლის შესახებ.

XS
SM
MD
LG