Accessibility links

ირანმა რაკეტები გატყორცნა დასავლეთის სამხედრო ხომალდების სიახლოვეს


ირანის რევოლუციურმა გვარდიამ სამხედრო მანევრებისას რაკეტების გამოცდისას, რაკეტები გატყორცნადასავლეთის სამი სამხედრო ხომალდის სიახლოვეს. აშშ-ის არმიის წარმომადგენელმა მომხდარს „ერთობ პროვოკაციული ქმედება“ უწოდა. ფლოტის მეთაურმა, კაილ რეინსმა თქვა, რომ ქმედება ერთობ პროვოკაციული, ამასთან არაპროფესიონალური იყო და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ირანის ვალდებულებას, უზრუნველყოს საერთაშორისო ვაჭრობის უსაფრთხოება საზღვაო გზებზე. რეინსის თქმით, ხომალდები რუტინულ სვლას ახორციელებდნენ ჰომრუზის სრუტეში,სპარსეთის ყურის შესასვლელში. როცა ინციდენტი მოხდა. ჩვეულებრივ, ირანის ძალებსა და აშშ-ის ფლოტს შორის თანამშრომლობა პროფესიონალური, უსაფრთხო და რუტინულია, ამჯერად ეს ასე არ იყო და ის ეწინააღმდეგება ძალისხმევას, უზრუნველყოფილი იქნესმშვიდობიანიდა უსაფრთხო ნაოსნობა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG