Accessibility links

logo-print

თურქეთში თავდასხმის მოწყობაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააპატიმრეს


თურქეთის პოლიციამ დააკავა ორი პირი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ექსტრემისტული გაერთიანების, „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში, რომლიც, თურქეთის დედაქალაქში, ახლი წლის ღამეს თვითმკვლელურ თავდასხმას გეგმავდა. პროკურატურის თანახმად, დაკავებულები თურქეთის მოქალაქეები არიან და თურქეთში სირიიდან ჩავიდნენ. ცნობით, ისინი ანკარის ქიზილაის მოედანზე, სადაც ახალი წლის ღამეს ხალხი იკრიბება ხოლმე, თავდასხმას ამზადებდნენ. პოლიციამ მიაგნო ბომბის დასამზადებელ მოწყობილობას. ოქტომბერში ორმა აფეთქებამ ანკარაში ასი ადამიანი იმსხვერპლა. მათში „ისლამური სახელმწიფოს“ ადანაშაულებენ.

XS
SM
MD
LG