Accessibility links

logo-print

დღეიდან უკრაინაში გაუქმდა რუსეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი


დღეიდან უკრაინაში გაუქმდა რუსეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი. რუსეთის საქონლის მიმართ გამოყენებულ იქნება შეღავათიანი საიმპორტო გადასახადების სისტემა. ეს ზომა ერთი წლის ვადით იქნა შემოღებული. როგორც უკრაინის მინისტრთა კაბინეტიდან იტყობინებიან, შესაბამისი დადგენილება 30 დეკემბერს იქნა მიღებული ქვეყნის ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვისთვის როგორც საპასუხო ნაბიჯი რუსეთის მიერ უკრაინასთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის გაუქმებაზე. უკრაინის მთავრობამ ასევე დაამტკიცა იმ რუსული საქონლის სია, რომელთა უკრაინაში შეტანა აიკრძალება 10 იანვრიდან. დადგენილება იმოქმედებს 6 აგვისტომდე ან მოსკოვის მიერ რუსეთში უკრაინული საქონლის იმპორტზე აკრძალვის გაუქმებამდე.

XS
SM
MD
LG