Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთში მოკლულია ოთხი პირი, რომლებიც ინდოეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზას დაესხნენ თავს


ინდოეთის სამხედროებმა მოკლეს ოთხი დაუდგენელი შეიარაღებული პირი, რომლებიც ინდოეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზას დაესხნენ თავს პაკისტანის საზღვრის მახლობლად. სროლის დროს ინდოეთის ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. როგორც ინდოეთის სამხედრო-საჰაერო ძალების წარმომადგენელი იტყობინება, თავდამსხმელები, რომლებიც, სავარაუდოდ, ისლამისტური ჯგუფის წევრები იყვნენ, შაბათს დილით დაესხნენ თავს პატჰანკოტის ბაზას, თუმცა მათ ვერ შეძლეს ბაზის ტერიტორიაზე შეღწევა. ბაზაზე გამანადგურებელი ვერტმფრენები და სხვა ძვირად ღირებული სამხედრო ტექნიკა იმყოფება.

XS
SM
MD
LG