Accessibility links

logo-print

ფედერიკა მოგერინიმ დაგმო საუდის არაბეთში შიიტი სასულიერო პირის, ნიმრ ბაქრ ალ-ნიმრის სიკვდილით დასჯა


ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების უწყების ხელმძღვანელმა ფედერიკა მოგერინიმ დაგმო საუდის არაბეთში შიიტი სასულიერო პირის, ნიმრ ბაქრ ალ-ნიმრის სიკვდილით დასჯა. 56 წლის სასულიერო პირი იმ 47 პირს შორის იყო, რომლებიც 2 იანვარს დასაჯეს სიკვდილით. ყველა მათგანი ტერორიზმში იყო ბრალდებული. მოგერინის განცხადებაში ნათქვამია, რომ ალ-ნიმრის სიკვდილით დასჯა სერიოზულ შეშფოთება იწვევს საუდის არაბეთში სიტყვის თავისუფლებისა და ძირითადი პოლიტიკური თავისუფლებების თვალსაზრისით. ევროკავშირის წარმომადგენელს მიაჩნია, რომ ადამიანის უფლებები ყველასთვის უნდა იქნეს დაცული, მათ შორის, როცა საქმე ეხება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას.

XS
SM
MD
LG