Accessibility links

logo-print

უკრაინაში 10 იანვრიდან იკრძალება რუსეთიდან სურსათის იმპორტი


უკრაინა აცხადებს, რომ 10 იანვრიდან იკრძალება რუსეთიდან სურსათის იმპორტი - მოსკოვის მიერ დაწესებული ასეთივე ზომაზე საპასუხოდ. უკრაინის მთავრობის ვებსაიტზე 2 იანვარს გამოქვეყნებული სანქციები ეხება ხორცის, თევზის, რძის პროდუქტების, ისევე როგორც ხილ-ბოსტნეულის იმპორტს. რუსეთმა ასეთივე აკრძალვები აამოქმედა 1 იანვრიდან. სანქციების ფონია უკრაინის გადაწყვეტილება, აამოქმედოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება რუსეთის უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად. რუსი ოფიციალური პირების განმარტებით, უკრაინიდან საკვები პროდუქცის იმპორტის აკრძალვა საჭიროა რუსეთის შიდა ბაზრის დასაცავად, რადგან ევროპული ნაწარმი რუსეთში ჩააღწევდა უკრაინის გავლით, იმპორტზე დაწესებული გადასახადის გარეშე.

XS
SM
MD
LG