Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ხანძარმა შეიწირა ექვსი ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი


რუსეთში, იაროსლავსკის ოლქში მდებარე სოფელში ხანძრის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, მათ შორის ოთხი მცირეწლოვანი ბავშვი. საცხოვრებელი სახლიდან, რომელიც მთლიანად დაიწვა, 20 ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა. შენობა 100-მდე წლის წინ იყო აგებული და 2016-2017 წლების პროგრამით უნდა მომხდარიყო მასში მცხოვრები პირების განსახლება. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე გაუფრთხილებლობის შედეგად ადამიანების სიკვდილის გამოწვევის მუხლით. წინასწარი მონაცემებით, ხანძარი სიგარეტის ნამწვმა, ან მოკლე ჩართვამ გამოიწვია.

XS
SM
MD
LG