Accessibility links

საქართველოში დიდთოვლობაა


დასავლეთ საქართველოში უჩვეულო დიდთოვლობაა. ბათუმში თოვლის საფარი ზოგან ნახევარ მეტრს აღწევს. დიდთოვლობაა სამეგრელოშიც. უხვი ნალექის გამო შეზღუდვები დაწესდა საავტომობილო გზებზე, მათ შორის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის, ვაზიანი-გომბორი-თელავის, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის, გუდაური-კობის მონაკვეთებზე. რამდენიმე რეგიონში ამაღამ ყინვას მოელიან. თბილისში ტემპერატურა -7 გრადუსამდე დაეცემა.

XS
SM
MD
LG