Accessibility links

თურქეთის სანაპირო დაცვამ და მეთევზეებმა 57 მიგრანტი გადაარჩინეს


თურქეთის სანაპირო დაცვამ და მეთევზეებმა გადაარჩინეს 57 მიგრანტი, რომელმაც თურქეთის სანაპიროსთან მდებარე პატარა კუნძულამდე მიაღწია საბერძნეთში მოხვედრის მცდელობისას. 12 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი, ვერტმრფენებით წაიყვანეს კუნძულიდან, დანარჩენები კი მომცრო სათევზაო ნავებით, რადგან სანაპირო დაცვის გემები ვერ მიუდგებოდნენ კლდიან სანაპიროს. თურქეთი ევროკავშირს დაჰპირდა, რომ გაამკაცრებს სანაპირო კონტროლს მას შემდეგ, რაც 2015 წელს ასიათასობით მიგრანტმა, უმეტესწილად სირიიდან ლტოლვილებმა, სახიფათო საზღვაო გზა გაიარა, რათა თურქეთში და მისი გავლით საბერძნეთში ჩასულიყო.

XS
SM
MD
LG