Accessibility links

logo-print

ავღანეთში თავს დაესხნენ ინდოეთის საკონსულოს


ავღანეთიდან გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ ინდოეთის საკონსულოს ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ მაზარ-ე შარიფში, სცადეს შენობაში შეჭრა. რეგიონის გუბერნატორის წარმომადგენელი ამბობს, რომ საკონსულოსთან ჯერ ორი აფეთქება მოხდა, შემდეგ კი სროლა დაიწყო. ინდოეთის საკონსულოს თანამშრომელმა დაადასტურა ცნობა იერიშის შესახებ. მან ტელეფონით უთხრა საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესს“, რომ საკონსულოზე თავდასხმა მიმდინარეობს. ჯერ არაფერია ცნობილი მსხვერპლზე, ან მატერიალურ ზარალზე. მაზარ-ე შარიფი ქაბულის ჩრდილოეთით 400-მდე კილომეტრში მდებარეობს, უზბეკეთისა და ტაჯიკეთის საზღვრის მახლობლად. ცნობების თანახმად, საკონსულოზე იერიში დაიწყო მაშინ, როცა ინდოთის უშიშროების ძალები ცდილობდნენ მოეგერიებინათ თავდასხმა სამხედრო-საჰაერო ბაზაზე პაკისტანთან საზღვრის მახლობლად. ამ თავდასხმისას დაიღუპა, სულ ცოტა, შვიდი და დაიჭრა 20 სამხედრო.

XS
SM
MD
LG