Accessibility links

იაპონიის პრემიერი საჭიროდ მიიჩნევს რუსეთთან მოლაპარაკებას სამშვიდობო შეთანხმების დასადებად


იაპონიის პრემიერ-მინისტრი შინზო აბე საჭიროდ მიიჩნევს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან, მოლაპარაკებას სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად. შინზო აბემ ამის შესახებ განაცხადა ტოკიოში 4 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე. იაპონიას და რუსეთს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გაუფორმებიათ სამშვიდობო ხელშეკრულება ტერიტორიული უთანხმოების გამო, რომელიც უკავშირდება კურილის კუნძულებს. იაპონია მათ „ჩრდილოეთის ტერიტორიებს“ უწოდებს. ტოკიო პრეტენზიას აცხადებს კურილის რამდენიმე კუნძულზე, მაგრამ მოსკოვის პოზიციაა, რომ კუნძულები საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შევიდა მეორე მსოფლიო ომის შედეგად და მათზე რუსეთის სუვერენობა გადასინჯვას არ ექვემდებარება.

XS
SM
MD
LG