Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთის სამხედრო ბაზაზე გრძელდება შეიარაღებული პირების თავდასხმა


ინდოეთის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე, რომელიც პაკისტანის საზღვრის მახლობლად მდებარეობს, სულ ცოტა, ორი შეიარაღებული პირი რჩება ორ დღეში მას შემდეგ, რაც ისინი თანამებრძოლებთან ერთად თავს დაესხნენ უსაფრთხოების მკაცრი ზომებით დაცულ ობიექტს. ცნობების თანახმად, სროლა დღესაც გრძელდება პათანკოტის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე. სულ ცოტა, შვიდი ჯარისკაცი და ოთხი შეიარაღებული პირი დაიღუპნენ მას შემდეგ, რაც ბაზაზე რამდენიმე მებრძოლი - სავარაუდოდ ისლამისტი ექსტრემისტი - შეიჭრა 2 იანვრის საღამოს. ინდოელი ოფიციალური პირები როგორც აცხადებენ, თავდასხმა ჰგავს, სავარაუდოდ, პაკისტანში ბაზირებული ექსტრემისტული ორგანიზაციების წინა იერიშებს, რაც ხაზს უსვამს, რამდენად რთული პროცესია დელისა და ისლამაბადს შორის მოლაპარაკების განახლების ბოლოდროინდელი მცდელობა.

XS
SM
MD
LG