Accessibility links

logo-print

სიგარეტის გაძვირებას არ აქვს კავშირი თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის განაკვეთის ზრდასთან


ზოგიერთი დასახელების სიგარეტის ფასის მნიშვნელოვან გაძვირებას არ აქვს კავშირი თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის განაკვეთის ზრდასთან , - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში. უწყებაში მიიჩნევენ, რომ ფასის მატება უკავშირდება ბაზარზე ამ სახეობის სიგარეტის მიწოდება-მოთხოვნის მოცულობის დისბალანსს. ახალი წლიდან საქართველოში ზოგიერთი დასახელების სიგარეტი საგრძნობლად გაძვირდა. მანამდე, 11 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა სიგარეტსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის გაზრდასთან დაკავშირებულ საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებები. ცვლილებების თანახმად, 2016 წლის 1-ელი იანვრიდან აქციზის ფიქსირებული განაკვეთი გაიზარდა. მთავრობამ ცვლილებები ახსნა თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გამკაცრებით, ამ მხრივ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებითა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის ოპტიმიზაციის მიზნებით.

XS
SM
MD
LG