Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იორდანიაში ციხიდან გამოუშვეს „მუსლიმთა საძმოს“ ერთ-ერთი ლიდერი


იორდანიაში ციხიდან გამოუშვეს „მუსლიმთა საძმოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ზაკი ბანი ერშეიდი 18-თვიანი პატიმრობის ორ-მესამედზე მეტის მოხდის შემდეგ. ის გასამართლებულ იქნა იორდანიის მთავრობის მოკავშირის, არაბთა გაერთიანებული საამიროების გაკრიტიკებისათვის. ზაკი ბანი ერშეიდის გათავისუფლების ფონს ქმნის მზარდი განხეთქილება „მუსლიმთა საძმოს“ იორდანულ განყოფილებაში. დაპირისპირებებმა შეასუსტა მისი, როგორც იორდანიაში წამყვანი პოლიტიკური ოპოზიციური ჯგუფის როლი.

XS
SM
MD
LG