Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთში მოკლეს სამხედრო-საჰაერო ბაზაზე თავდასხმის კიდევ ერთი მონაწილე


ინდოელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ლიკვიდირებულია კიდევ ერთი - მეხუთე შეიარაღებული პირი, რომელიც თანამებრძოლებთან ერთად 2 იანვარს შეიჭრა ინდოეთის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე. იუწყებიან აგრეთვე, რომ ბრძოლას განაგრძობს კიდევ, სულ ცოტა, ერთი შეიარაღებული პირი. პათანკოტის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე, რომელიც პაკისტანთან საზღვრის მახლობლად მდებარეობს, თავდასხმის პირველივე დღეს, 2 იანვარს დაიღუპნენ, სულ ცოტა, შვიდი ინდოელი ჯარისკაცი და ოთხი შეიარაღებული პირი. ინდოელი ოფიციალური პირები როგორც აცხადებენ, თავდასხმა ჰგავს, სავარაუდოდ, პაკისტანში ბაზირებული ექსტრემისტული ორგანიზაციების წინა იერიშებს, რაც ხაზს უსვამს, რამდენად რთული პროცესია დელისა და ისლამაბადს შორის მოლაპარაკების განახლების ბოლოდროინდელი მცდელობა. პაკისტანმა დაგმო ინდოეთის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე თავდასხმა.

XS
SM
MD
LG