Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში გრძელდება 3 იანვარს დაწყებული ბრძოლა ინდოეთის საკონსულოსთან


ავღანეთიდან იუწყებიან, რომ 4 იანვარსაც გაგრძელდა უშიშროების ძალებსა და თავდამსხმელებს შორის ბრძოლა ინდოეთის საკონსულოსთან ქალაქ მაზარ-ე შარიფში, რომელიც ჩრდილოეთ ავღანეთში მდებარეობს. 3 იანვარს, გვიან საღამოს, აფეთქებებით და სროლით დაიწყო დაუდგენელი შეიარაღებული პირების თავდასხმა საკონსულოზე. ბალხის პროვინციის გუბერნატორის ცნობით, იერიში მოგერიებულ იქნა და თავდამსხმელები ახლა თავს აფარებენ ქუჩის მეორე მხარეს მდებარე შენობას. დაიჭრა, სულ ცოტა, ერთი სამოქალაქო პირი. ჯერ არაფერს იუწყებიან მსხვერპლის, ან თავდასხმაში მონაწილეთა რაოდენობის შესახებ. ავღანეთში ინდოეთის ელჩი ამარ სინჰა „ტვიტერით“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ საკონსულოს ყველა თანამშრომელი უსაფრთხოდ არის.

XS
SM
MD
LG