Accessibility links

logo-print

საქართველოში გრძელდება საგანგებო რეჟიმში მუშაობა დიდთოვლობის გამო


საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო საგანგებო რეჟიმში მუშაობს დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად. შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ სააგენტოს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 31 დეკემბრიდან მოყოლებული დღემდე, 700-ზე მეტი შეტყობინება შევიდა სააგენტოს ოპერატიული მართვის ცენტრში. იუწყებიან, მაგალითად, თოვლში ჩაფლული ავტომობილების გამოყვანის შესახებ. ამასთან, უკვე მესამე დღეა, ინტენსიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს ლაგოდეხის რაიონში დაკარგული სამი ადამიანის საპოვნელად. სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

XS
SM
MD
LG