Accessibility links

logo-print

ქაბულში ორი აფეთქება მოხდა


ქაბულიდან ორი ძლიერი აფეთქების შესახებ იუწყებიან. თვითმხილველების ცნობით, ავღანეთის დედაქალაქის საერთაშორისო აეროპორტთან მოხდა აფეთქება, რომელიც რამდენიმე საათში მოჰყვა ამავე აეროპორტის მახლობლად, პოლიციის ბლოკ-პოსტთან, თვითმკვლელის მიერ მოწყობილ თავდასხმას. პოლიციის განცხადებით, ჯერ არაფერია ცნობილი მეორე აფეთქების მსხვერპლის, ან მატერიალური ზარალის შესახებ. ხოლო პირველ აფეთქებას, რომელიც თვითმკვლელმა მოაწყო ქაბულის აეროპორტისაკენ მიმავალ გზაზე, მსხვერპლი არ მოჰყოლია თავად თვითმკვლელის გარდა. ქაბულში ბოლოხანს გახშირებულია თავდასხმები. ახალი წლის პირველ დღეს ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაიჭრა აფეთქებისას, რომელიც რესტორანში მოაწყო თვითმკვლელმა თავდამსხმელმა.

XS
SM
MD
LG