Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საუდის არაბეთის შემდეგ ბაჰრეინი და სუდანიც წყვეტენ ირანთან დიპლომატიურ ურთიერთობას


ბაჰრეინმა და სუდანმა გამოაცხადეს, რომ წყვეტენ ირანთან დიპლომატიურ ურთიერთობას. ორმა ქვეყანამ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც საუდის არაბეთმა გაწყვიტა ირანთან დიპლომატიური ურთიერთობა თეირანში საუდის არაბეთის საელჩოზე დემონსტრანტების თავდასხმის გამო. დემონსტრანტების მხრიდან ძალადობა მოჰყვა საუდის არაბეთში ცნობილი შიიტი სასულიერო პირის სიკვდილით დასჯას. საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ადელ ალ-ჯუბეირმა 3 იანვრის საღამოს გამოაცხადა დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ და 48 საათი მისცა ირანელ დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად. მეორე მხრივ ირანში საუდის არაბეთის ყველა დიპლომატს დაევალა სამშობლოში დაბრუნება სამეფოს საელჩოზე 3 იანვრის დილას მოწყობილი თავდასხმის შემდეგ. საუდის არაბეთი, რომელსაც სუნიტური სამეფო დინასტია მართავს, ახლო აღმოსავლეთში გავლენისათვის ბრძოლაში უპირისპირდება შიიტურ ირანს. იუწყებიან აგრეთვე, რომ არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა გამოაცხადეს ირანთან დიპლომატიური ურთიერთობის შეზღუდვის შესახებ.

XS
SM
MD
LG