Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთ საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა აბონენტების უმრავლესობას


დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო შეწყვეტილი ელექტროენერგიის მიწოდება დღეს დილით აღუდგა აბონენტების უმრავლესობას. კომპანია „ენერგო პრო“-ს ინფორმაციით, იმერეთის, გურიის და სამეგრელოს რეგიონებში, დიდთოვლობისა და ქარბუქის მიუხედავად, ელექტროენერგიის მასშტაბურად გათიშვა არ მომხდარა და ენერგომომარაგება არ შეწყვეტია აბონენტების 95%-ს. კომპანიის ცნობით, ამ დროისთვის ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება დასავლეთ საქართველოს აბონენტთა მხოლოდ 2%-ს. „ენერგო პრო“-ს განცხადებით, რთული კლიმატური პირობების მიუხედავად, კომპანიის ტექნიკური სამსახური განაგრძობს საგანგებო რეჟიმით მუშაობას, რათა მოქალაქეებს დროულად აღუდგინოს ელექტროენერგიის მიწოდება.

XS
SM
MD
LG