Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰაკერების თავდასხმამ გამოიწვია უკრაინაში ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება


დიდი გამანადგურებელი ძალის მქონე საკომპიუტერო პროგრამებმა დააზიანეს უკრაინის ენერგომომმარაგებელი უწყებების სისტემა გასულ კვირაში, რასაც მოჰყვა ასეულ-ათასლობით ოჯახისთვის ელექტროდენის მიწოდების შეჩერება. ამის თაობაზე განაცხადა უსაფრთხოების ფირმა, "აი-საიტმა“, რომელმაც გამოიკვლია მომხდარი. ფირმის თანახმად, მან შეისწავლა დამაზიანებელი კოდები, რომლებითაც ინფიცირებული იყო სულ მცირე, სამი რეგიონული ოპერატორი და დაასკვნა, რომ ამ პროგრამებმა გამოიწვია გამანადგურებელი ეფექტი, რასაც მოჰყვა დენის გათიშვა. ინციდენტის 23 დეკემბერს მოხდა ივანოვო-ფრანკოვსკის რეგიონში, სადაც ბინების ნახევარზე მეტი უდენოდ დარჩა. „ბლეკენერჯიდ“ წოდებული პროგრამების პაკეტი 2007 წელს იქნა მიკვლეული. დროთა განმავლობაში ხდება მისი განვითარება და ძირითადად, ახლადშექმნილი ორგანიზაციების, ენერგოკომპანიების და სამრეწველო ჯგუფებისმიმართ ჯაშუშობისთვის.ეჭვი არსებობს, რომჯგუფი, „სანდუორმი“, რომელსაც მოსკოვი უჭერს მხარს, იყენებს „ბლეკენერჯის“, თავდასხმებისთვის.

XS
SM
MD
LG