Accessibility links

logo-print

ევროპის სასამართლო: რუსეთმა დაარღვია „ბოლოტნაიას აქტივისტის“ უფლებები


ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ, სტრასბურგში, გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ რუსეთის ხელისუფლებამ დაარღვია უფლებები აქტივისტისა, რომელიც მონაწილეოდა დემოკრატიის მომხრეთა საპროტესტო გამოსვლაში. ხუთი იანვრის გადაწყვეტილებით, ხელისუფლება ევგენი ფრუმკინს უკანონოდ მოექცა. მას 15 დღით პატიმრობა მიუსაჯეს იმის გამო, რომ არ დაემორჩილა პოლიციას. ფრუმკინი დააკავეს 2012 წელს პრეზიდენტ პუტინის საწინააღმდეგო გამოსვლის დროს, როცა დემონსტრაცია ძალადობაში გადაიზარდა და შეტაკება მოხდა. სტრასბურგის სასამართლომ განაცხადა, რომ ფრუმკინმა მთელი ღამე გაატარა საპატიმროში და სასამართლომ მას არ განუმარტა, რისთვის იყო დაკავებული. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო ასევე აცხადებს, რომ ფრუმკინს წაერთვა მშვიდობიანი შეკრების უფლება. სასამართლოს დასკვნით, რუსეთმა კომპენსაციის და სასამართლოს ხარჯების სახით, 32 ათასი ევრო უნდა გადაიხადოს. მოსკოვში ამ დემონსტრაციის დროს დააკავეს 400-მდე პირი, რამდენიმე ათეული მათგანი გაასამართლეს.

XS
SM
MD
LG