Accessibility links

logo-print

ჩრდილოეთი კორეა აცხადებს, რომ წარმატებით გამოსცადა წყალბადის ბომბი


ჩრდილოეთი კორეა აცხადებს, რომ წარმატებით ჩაატარა წყალბადის ბომბის გამოცდა. ეს განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე ქვეყანამ 6 იანვარს დააფიქსირა საშუალო სიძლიერის მიწისძვრა ჩრდილოეთ კორეაში ბირთვული იარაღის გამოსაცდელი პოლიგონის სიახლოვეს. კერძოდ, 5,1 სიძლიერის მიწისძვრა დაფიქსირდა პანგიე-რის ბირთვული იარაღის გამოსაცდელ პოლიგონთან, რაც სავარაუდო მორიგი გამოცდის ჩატარებაზე მიანიშნებდა. თუ ცნობა დადასტურდა, ეს ნიშნავს, რომ ჩრდილოეთმა კორეამ იარაღის უკვე მეოთხე გამოცდით დაარღვია გაეროს სანქციები და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ბირთვული იარაღის შექმნის მიმართულებით. გაეროს უშიშროების საბჭომ, სამხრეთმა კორეამ და იაპონიამ მოითხოვეს საგანგებო სხდომის დღესვე ჩატარება იარაღის გამოცდაზე რეაგირებისათვის. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შინზო აბემ „მკაცრად დაგმო“ გამოცდა. მისი ქვეყანა და სამხრეთი კორეა ერთად აპირებენ მუშაობას, გაეროს მეშვეობით ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დამსჯელი ზომების მისაღებად, ხოლო აშშ-მა გამოაცხადა, რომ მიიღებს სათანადო ზომას ჩრდილოეთ კორეის "პროვოკაციებზე" საპასუხოდ.

XS
SM
MD
LG