Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამაკაცმა, რომელმაც ატლანტაში მძევლები აიყვანა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა


მამაკაცმა, რომელმაც ატლანტაში მძევლები აიყვანა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გავრცელებული ინფორმაციით, ატლანტის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში უცნობმა პირმა მძევლები აიყვანა, მათ შორის - 11 ბავშვი, რომელთა ასაკიც 3 თვიდან 17 წლამდეა. სამართალდამცველების ინფორმაციით, დამნაშავე და მძევლები სასტუმროს ნომერში 5 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. დამნაშავემ კისერზე დანით სასიკვდილო ჭრილობა მიიყენა, როდესაც პოლიციამ სასტუმროს ნომრის შტურმით აღება გადაწყვიტა. დანაშაულის მოტივი ამ დროისთვის უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.

XS
SM
MD
LG