Accessibility links

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, დიდთოვლობის გამო დაწესებული შეზღუდვები მინიმუმამდეა დაყვანილი


საქართველოს ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს გზებზე არსებული მდგომარეობის შესახებ ილაპარაკა. მისი თქმით, ინტენსიურ რეჟიმში იწმინდება გზები და, ამ დროის მონაცემებით, საავტომობილო მაგისტრალებზე დიდთოვლობის გამო დაწესებული შეზღუდვები მინიმუმამდეა დაყვანილი. ამასთან ერთად, მან დიდთოვლობასთან დაკავშირებით მთავრობის ოთხდღიანი მუშაობის თაობაზე ანგარიში წარმოადგინა. "დიდთოვლობით შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საგანგებო რეჟიმში კოორდინირებულად მოქმედებენ და, მთავრობის ოთხდღიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად, სიტუაცია სტაბილურია. დასავლეთ საქართველოში სასიცოცხლო მნიშვნელობის ყველა ობიექტი შეუფერხებლად ფუნქციონირებს. რეგიონებში მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და ასამდე ერთეული ტექნიკა, რომლებიც საგანგებო - 24-საათიან - რეჟიმში მუშაობენ", განაცხადა ქუმსიშვილმა.

XS
SM
MD
LG