Accessibility links

logo-print

ბაჰრეინი აცხადებს, რომ დაშალა ირანთან დაკავშირებული ტერორისტული ჯგუფი


ბაჰრეინის ხელისუფლება აცხადებს, რომ დაშალა ირანთან დაკავშირებული ჯგუფი, რომელიც ბაჰრეინის სამეფოში თავდასხმებს გეგმავდა. როგორც 6 იანვარს გამოაცხადა ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჯგუფს კავშირი ჰქონდა ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიასთან და ლიბანში დაფუძნებულ გასამხედროებულ მოძრაობა „ჰიზბოლასთან“. ბაჰრეინის ამ განცხადების ფონს ქმნის რეგიონის ორი ძლიერი სახელმწიფოს, სუნიტური საუდის არაბეთისა და შიიტური ირანის დაპირისპირება 2 იანვარს საუდის არაბეთში შიიტი სასულიერო პირის სიკვდილით დასჯის გამო. საუდის არაბეთმა ირანთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა მას შემდეგ, რაც თეირანში მის საელჩოში დემონსტრანტები შეიჭრნენ. საუდის არაბეთის მაგალითს მიბაძა მისმა რამდენიმე მოკავშირემ, მათ შორის ბაჰრეინმა.

XS
SM
MD
LG