Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭო მსჯელობს ჩრდილოეთ კორეაში წყალბადის ბომბის გამოცდის შესახებ ცნობაზე


გაეროს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომაზე შეიკრიბა, რათა მოილაპარაკოს ზომებზე მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთმა კორეამ გამოაცხადა წყალბადის ბომბის გამოცდის შესახებ. უშიშროების საბჭოს დახურული სხდომა შეერთებული შტატებისა და იაპონიის თხოვნით ტარდება. ფხენიანმა 6 იანვარს გამოაცხადა, რომ „წარმატებით“ ჩაატარა წყალბადის ბომბის მიწისქვეშა გამოცდა. განცხადებას მაშინვე მოჰყვა მკაცრი კრიტიკა უცხოეთიდან. თუ ცნობა დადასტურდა, ეს ნიშნავს, რომ ჩრდილოეთმა კორეამ მეოთხე ბირთვული გამოცდა ჩაატარა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია დაარღვია. მაგრამ ექსპერტებს ეჭვი ეპარებათ ფხენიანის განცხადების სისწორეში. მათი განმარტებით, 6 იანვარს დაფიქსირებული მიწისძვრის სიმძლავრე წყალბადის ბომბზე უფრო სუსტი იარაღის გამოცდაზე მიანიშნებს.

XS
SM
MD
LG