Accessibility links

logo-print

აშშ ეჭვობს, რომ რუსეთმა განახორციელა კიბერშეტევა უკრაინის ენერგოსისტემაზე


აშშ-ის უშიშროების სამსახურები იძიებენ, რუსეთის სამთავრობო ჰაკერების სავარაუდო მონაწილეობას გასული წლის ბოლოს უკრაინის ენერგოსისტემაზე განხორციელებულ თავდასხმაში. 23 დეკემბერს დიდი გამანადგურებელი ძალის მქონე საკომპიუტერო პროგრამებმა დააზიანეს უკრაინის ენერგომომმარაგებელი უწყებები, რასაც მოჰყვა ასეულ-ათასობით ოჯახისთვის ელექტროდენის მიწოდების შეჩერება. აშშ-ის მედიის თანახმად ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოსა და შიდა უსაფრთოხების დეპარტამენტის ექსპერტებისაგან შემდგარი ჯგუფი იკვლევს დამანგრეველ პროგრამულ საშუალებას სახელწოდებით „ბლეკენერჯი“, რამაც სისტემის ნორმალური მუშაობა დაარღვია. ვარაუდობენ, რომ უკრაინის ენერგომომარაგების სისტემაზე განხორციელებული კიბერშეტევის უკან შესაძლოა იდგეს მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი ჰაკერთა ჯგუფი „სანდვორმი“, რომელმაც გამანადგურებელი პროგრამული საშუალება წარსულშიც არაერთხელ გამოიყენა.

XS
SM
MD
LG