Accessibility links

logo-print

7 იანვრის ღამით პატრიარქის საშობაო ეპისტოლე წაიკითხეს


7 იანვრის ღამით სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვის დაწყებამდე პატრიარქის საშობაო ეპისტოლე წაიკითხეს. ეპისტოლეში სხვადასხვა საკითხზეა გამახვილებული ყურადღება, მათ შორის, ახალგაზრდების მიერ მშობლების მისამართით უცენზურო სიტყვების გამოყენების გახშირებაზე. „წახალისება ხდება უცენზურო გამოთქმების და ტირაჟირება ავადმყოფური აზრების“ - ნათქვამია ეპისტოლეში. ასევე საუბარია ადამიანებში ამპარტავნების ზრდაზე და ლოცვის მნიშვნელობაზე. პატრიარქი მრევლს ერთმანეთის მოსმენას და კატეგორიულ აზროვნებაზე უარის თქმას ურჩევს. ილია მეორის თქმით, დღევანდელი ოჯახების რღვევის მთავარი მიზეზი მოჩვენებითი სიყვარულია.

XS
SM
MD
LG