Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინანსური ზედამხედველობის სააგენტო ითხოვს სამუშაო პირობების შექმნას


ის, რასაც ფინანსური ზედამხედველობის სააგენტო ითხოვს, სამუშაო პირობების შექმნა და კანონის შესრულების მონიტორინგია, - ამის შესახებ საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა და დამატებით განმარტებები გააკეთა პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის სახელზე გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით. "ფინანსური ზედამხედველობის სააგენტო შექმნილი და დამტკიცებულია საქართველოს პარლამენტის მიერ და ანგარიშვალდებულია მის წინაშე. სააგენტომ 30 ნოემბერს წერილით მიმართა პარლამენტს, მომხდარიყო სააგენტოსთვის სამუშაო პირობების შექმნა და კანონის შესრულების მონიტორინგი. არ ვსაუბრობთ არც ხელფასის დანიშვნაზე, არც ბიუჯეტზე. ჩვენ ვითხოვთ, რომ განხორციელდეს კანონის შესრულების მონიტორინგი და სამუშაო პირობების შექმნა", - განუცხადა ირაკლი კოვზანაძემ "ინტერპრესნიუსს". მან ასევე განმარტა, რომ საზედამხედველო სააგენტო ვერ ფუნქციონირებს თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ არა აქვს ოფისი შეკრებისათვის.

XS
SM
MD
LG