Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ ჯანელიძე ადასტურებს მისი მოადგილის თანამდებობაზე დავით ზალკალიანის კანდიდატურის განხილვას


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დაადასტურა, რომ მისი მოადგილის თანამდებობაზე პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წევრის, დავით ზალკალიანის კანდიდატურა განიხილება. მიხეილ ჯანელიძის თქმით, დავით ზალკალიანი გამოცდილი, პროფესიონალი დიპლომატი და საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ღირებული კადრია. „მასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე მიმუშავია, ერთად ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე. რა თქმა უნდა, როგორც კანდიდატს განვიხილავთ და თუ გადაწყვეტილება მიღებულ იქნება, ამას აუცილებლად გაიგებთ" - განუცხადა ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ. დავით ზალკალიანმა 2014 წლის ნოემბერში დატოვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა მას შემდეგ, რაც, თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ირაკლი ალასანიას გადაყენების გამო, თანამდებობიდან გადადგა საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძეც. 2015 წლის ნოემბერში დავით ზალკალიანმა დაადასტურა, რომ დატოვა პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ და მიზეზად ის დაასახელა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციას, "ლევან მიქელაძის სახელობის ფონდს" ხელმძღვანელობს და ფონდის საქმიანობა პოლიტიკურად ნეიტრალური უნდა იყოს.

XS
SM
MD
LG