Accessibility links

logo-print

პატრიარქი კირილე მხარს უჭერს რუსეთის საავიაციო ოპერაციას სირიაში


რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა კირილემ „თავდაცვითი ომი“ უწოდა რუსეთის სამხედრო ავიაციის გამანადგურებელ იერიშებს სირიაში. „ეს თავდაცვითი ომია. ეს ჯერ არც არის ომი, არამედ მხოლოდ ცალკეული წერტილოვანი ზემოქმედებაა. მიუხედავად ამისა, ჩვენი ხალხი მონაწილეობს სამხედრო მოქმედებებში და ვინაიდან ეს ომი თავდაცვით ხასიათს ატარებს, ის სამართლიანია, "- აღნიშნა რუსეთის პატრიარქმა. ინტერვიუში, რომელიც მართმადიდებელთა ქრისტესშობის აღსანიშნად 7 იანვარს გადაიცა, რუსეთის სამხედრო კამპანიას სირიაში, კირილემ უწოდა აუცილებელი, რითაც მოსკოვმა საკუთარი თავი „ტერორისტებისაგან“ უნდა დაიცვას.

XS
SM
MD
LG