Accessibility links

logo-print

საფრანგეთში ჟურნალ „შარლი ებდოზე“ თავდასხმის წლისთავი აღნიშნეს


საფრანგეთში სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოზე“ თავდასხმის წლისთავი აღნიშნეს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა პარიზში სიტყვით მიმართა სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლებს და მათ „საფრანგეთის ხალხისა და ცხოვრების იმ წესის დამცველები“ უწოდა, რასაც ტერორისტები ერთი წლის წინ სისხლისღვრით დაუპირისპირდნენ. 2015 წლის 7 იანვარს შეიარაღებული პირები, ისლამისტური შინაარსის ლოზუნგების ყვირილით, შეიჭრნენ ჟურნალის პარიზის ოფისში და მოკლეს 12 ადამიანი, მათ შორის რედაქტორები და კარიკატურების ავტორები. ამით საფრანგეთში დაიწყო სამდღიანი ტერორი, რასაც, საერთო ჯამში, 17 ადამიანი შეეწირა.

XS
SM
MD
LG