Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ზალკალიანი ადასტურებს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბრუნების სურვილს


ოპოზიციური პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წევრი დავით ზალკალიანი საგარეო უწყებაში ისევ მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას დაიკავებს. ახალი ამბების "ინტერპრესნიუსს" ეს ინფორმაცია თავად ზალკალიანმა დაუდასტურა და განმარტა, რომ დიპლომატიურ სამსახურში მისი დაბრუნებამისი არჩევანია და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, ან ჯგუფის გადაწყვეტილება“. მისივე განმარტებით, ის 2015 წლის თებერვლიდან აღარაა პოლიტიკური აქტიურობით დაკავებული და არის პოლიტიკურად მიუკერძოებელი არასამთავრობო ორგანიზაციის "ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის" დირექტორი. დავით ზალკალიანმა 2014 წლის ნოემბერში დატოვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა მას შემდეგ, რაც, თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ირაკლი ალასანიას გადაყენების გამო, თანამდებობა დატოვა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ.

XS
SM
MD
LG