Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში პოლიციამ მოკლა სავარაუდო თავდამსხმელი


საფრანგეთის პროკურატურა ტერორიზმის მუხლით აწარმოებს გამოძიებას იმ ინცინდენტისა, რომლის დროსაც პოლიციელებმა სავარაუდო თავდამსხმელი მოკლეს. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი, რომელსაც ხელთ ეპყრა „ისლამური სახელმწიფოს“ დროშა, „ალაჰ აკბარის“ ძახილით პოლიციის შენობას მიუახლოვდა. მოკლულის სხეულზე იპოვეს ასევე ყალბი ასაფეთქებელი ჟილეტი. ინცინდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც საფრანგეთში ზუსტად ერთი წლის წინ ტერორისტები თავს დაესხნენ სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოს“ რედაქციას და დახოცეს 12 ადამიანი, მათ შორის რედაქტორები და კარიკატურების ავტორები. ამით საფრანგეთში დაიწყო სამდღიანი ტერორი, რასაც, საერთო ჯამში, 17 ადამიანი შეეწირა.

XS
SM
MD
LG