Accessibility links

logo-print

ქრისტიანთა ნაწილი ერთ-ერთ უდიდეს დღესასწაულს, შობას ზეიმობს


7 იანვარს ქრისტიანთათვის ერთ-ერთ უდიდეს დღესასწაულს, შობას ზეიმობს მართლმადიდებელი ქრისტიანების ნაწილი. შობასთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება გაიმართა საქართველოს ეკლესია-მონასტრებში. წუხელ სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვის დაწყებამდე წაიკითხეს პატრიარქის საშობაო ეპისტოლე. მასში ყურადღება მახვილდება რამდენიმე საკითხზე, მათ შორის მშობლების მიმართ პატივისცემის საჭიროებაზე, ლოცვის მნიშვნელობაზე. პატრიარქი მრევლს ერთმანეთის მოსმენას და კატეგორიულ აზროვნებაზე უარის თქმას ურჩევს. დღეს კი საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში ტრადიციული ალილო, ანუ საშობაო მსვლელობები გაიმართა. შობას 7 იანვარს ზეიმობს მართლმადიდებელი ქრისტიანების უმრავლესობა კიდევ რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის რუსეთში, უკრაინასა და სერბიაში.

XS
SM
MD
LG