Accessibility links

logo-print

ირანი საუდის არაბეთს ადანაშაულებს იერიშის შედეგად საელჩოს თანამშრომლის დაჭრაში


ირანი აცხადებს, რომ საუდის არაბეთის სამხედრო თვითმფრინავების თავდასხმის შედეგად ზიანი მიადგა იემენის დედაქალაქში ირანის საელჩოს და დაშავდა საელჩოს თანამშრომელი. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ამირ აბდოლაჰიანის განცხადებით, რაკეტა ჩავარდა ირანის საელჩოს მახლობლად და საუდის არაბეთის საავიაციო იერიშის დროს სერიოზულად დაიჭრა ერთი ადამიანი - საელჩოს მცველი. უფრო ადრე ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა „საუდის არაბეთის მიერ განზრახ განხორციელებულ თავდასხმად" მოიხსენია ინციდენტი. საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიცია, რომელიც მარტიდან იბრძვის იემენში შიიტი მეამბოხეების წინააღმდეგ, აცხადებს, რომ აწარმოებს გამოძიებას თეირანის ბრალდებასთან დაკავშირებით. ბრალდების ფონია საუდის არაბეთსა და ირანს შორის დაძაბულობა მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთმა 2 იანვარს გამოაცხადა, რომ სიკვდილით დასაჯა შიიტი სასულიერო პირი.

XS
SM
MD
LG