Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუს ჰაკერებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა უკრაინაში ელექტროენერგიის გათიშვის გამო


კიბერუსაფრთხოების ამერიკული ფირმა, „აისაიტი“ დარწმუნებულია, რომ რუსი ჰაკერების ჯგუფმა, რომელიც „სენდუორმის“ სახელითაა ცნობილი, გამოიწვია დეკემბერში უკრაინაში ელექროენერგიის უპრეცედენტო გათიშვა. ამის თაობაზე როიტერის სააგენტოს განუცხადა შპიონაჟის ანალიზის სამსახურის დირექტორმა, ჯონ ჰულკვისტმა. აშშ-ის უსაფრთხოების უწყებებს ეჭვი აქვთ, რომ რუსეთი დგას უკრაინაში, ასევე სხვა ქვეყნებში, ელექტროენერგიის გათიშვის მსგავსი ინციდენტების უკან, მაგრამ საჯარო დამნაშავეებს არ ასახელებენ. „აისაიტი“ და მისი პროფილის სხვა ფირმები თვლიან, რომ მოსკოვში მოქმედ ჯგუფს, რომელიც რუსეთის მთავრობასთანაა დაკავშირებული, ეკისრება პასუხისმგებლობა მავნე, „ბლეკენერჯის“ სახელით ცნობილი პროგრამის გამოყენებისთვის. ჰულკვისტმა ვერ დაადასტურა, რომ ჰაკერების ჯგუფი რუსეთის მთავრობისთვის მუშაობს, მაგრამ თქვა, რომ ეს არის რუსეთის ჯგუფი, რომლის ქმედება სახელმწიფო ინტერესებისკენაა მიმართული. უკრაინის უშიშროების სამსახურმა რუსეთი დაადანაშაულა ელეტროენერგიის გათიშვაში, რაც დასავლეთი უკრაინის 80 ათას მომხმარებელს შეეხო.

XS
SM
MD
LG